სუმო იწყება | განახლებული რეიტინგი
2 წლის წინ
სხვა
1 წთ
13 ნოემბერს კიუშუ ბაშო აიღებს სტარტს, რომელიც ტრადიციულად 15 დღის განმავლობაში აქტიურ ფაზაში იქნება.
გამოქვეყნდა განახლებული ბანძუკე (რეიტინგი), რომელშიც ქართველი მებრძოლი ტოჩინოშინიც არის წარმოდგენილი.
განვლილ ბაშოზე ლევან გორგაძემ მინიმალური უარყოფითი ბალანსი 7 მოგება და 8 მარცხი დააფიქსირა, თუმცა სუმოს მამებმა მისი დაქვეითება არ გადაწყვიტეს, შესაბამისად ადგილი შეუნარჩუნეს. ერთადერთი ცვლილება ის არის, რომ აღმოსავლეთიდან, დასავლეთში გადაინაცვლა - კიუშუ ბაშოზე ქართველი მებრძოლი დასავლეთის მე-8 მაეგაშირას სტატუსს მოირგებს.
იოკოძუნა - ანუ უმაღლესი რანგის მებრძოლი, სუმოს სამყაროს კვლავ ერთადერთი სპორტსმენი - ტერუნოფუჯი ჰყავს.
ოძეკი - ტაკაკეიშო (აღმოსავლეთი 1), შოდაი (დასავლეთი 1)
სეკივაკე - ვაკატაკაკაგე (აღმოსავლეთი 1), ჰოშორიუ (დასავლეთი 1), მიტაკეუმი (დასავლეთი 1)
კომუსუბი - ტამავაში (აღმოსავლეთი 1), კირიბაიამა (დასავლეთი 1), ტობიძარუ (აღმოსავლეთი 2), დაიეიშო (დასავლეთი 2)
ასევე, საყურადღებოა, რომ მაკუუჩი დივიზიონს, კიუშუ ბაშოზე, ატამიფუჯის სახით ერთადერთი დებიუტანტი ეყოლება.