"ვის აინტერესებს ცარუკიანი?!" - ილია თოფურია
4 თვის წინ
სხვა
1 წთ
ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრისას ილია თოფურიამ განაცხადა, რომ ცარუკიანს შანსს არაფრის ფასად მისცემს.
პირველ ყოვლისა, ის არავის ადარდებს. ოდნავ უცნაური ბიჭია. სატიტულო ჩხუბს უმიზეზოდ ჩაეხსნა. ასეთ ბრძოლაზე უარი მხოლოდ სერიოზული მიზეზით უნდა თქვა ან ხელი მოიტეხო ან ფეხი, არ ვიცი.
ჩემთან საჩემპიონო ბრძოლამდე ერთ ჩხუბს მისცემენ. მე მსოფლიო ჩემპიონი ვარ და ცარუკიანს შანსს არასდროს მივცემ. თუ საქმე ასეა, მაშინ წაიღე ჩემი ქამარი. - განაცხადა ილია თოფურიამ
შეგახსენებთ, რომ ილიას ერთ-ერთი პოტენციურ მეტოქედ სწორედ არმან ცარუკიანი განიხილება. სომეხი მებრძოლი მსუბუქი დივიზიონის რეიტინგში მეორე პოზიციას იკავებს.