ვინ რა თანხა გამოიმუშავა ჰარუ ბაშოზე | 6 დღის მონაცემები
2 წლის წინ
სხვა
1 წთ
სად ტარდება ბაშო?
მარტის ბაშოს ოსაკას პრეფექტურის გიმნაზიუმი უმასპინძლებს, რომელიც 8,000 ადამიანს იტევს.
მარტის ბაშო საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეიბს, 6 დღის მონაცემებით ტურნირის საჩემპიონო ცხრილს ექს-ოძეკი ტაკაიასუ 6 მოგებით ლიდერობს. 5-5 მოგებას კი სამი სუმოისტი აფიქსირებს - განვლილი ბაშოს ჩემპიონი - ოძეკი მიტაკეუმი, ვაკატაკაკაგე და კოტონოვაკა.
სუმოისტების მიერ გამომუშავებული თანხა | 6 დღის მონაცემები
ტერუნოფუჯი - 74 კენშო (29,600$) მიტაკეუმი - 72 კენშო (28,800) ტაკაკეიშო - 41 კენშო (16,400$) დაიეიშო - 40 კენშო (16,000$) ენდო - 33 კენშო (13,200$)
ტოჩინოშინი
ტოჩინოშინი, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ზედიზედ მეორე ბაშოა, მისთვის “ანტირეკორდულ” საფეხურზეა გამწესებული, თუმცა ქართველი ექს-ოძეკი ამ დროისათვის მესამე საუკეთესო შედეგს - 4 მოგებასა და 2 მარცხს აფიქსირებს. სამწუხაროდ, გამომუშვებული კენშოების რაოდენობით 6 დღის შემდეგ ათეულს მიღმაა.