Belive

"ვიმსახურებ, რომ შემდეგი ბრძოლა საჩემპიონო იყოს" - დეივესონ ფიგერედო

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

უმსუბუქესი წონის ყოფილმა ჩემპიონმა დეივესონ ფიგერედომ სუპერმსუბუქ წონაში უკვე მეორე გამარჯვება მოიპოვა. ბრაზილიელმა UFC 300-ზე ასევე ყოფილი ჩემპიონი კოდი გარბრანდტი დაამარცხა. ჟურნალისტებთან საუბრისას ფიგერედომ აღნიშნა, რომ საჩემპიონო ბრძოლას იმსახურებს და არ აქვს მნიშვნელობა ეს ო'მალის წინააღმდეგ იქნება თუ მერაბის.

საოცარი გამარჯვება მოვიპოვე. დიდი სახელი - კოდი გარბრანდტი დავამარცხე და ჩემს კარიერაში ახალი თავი გადავშალე. სხვა დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი ვარ. წონა შევიცვალე და ორი გამარჯვება მოვიპოვე. ჩემი აზრით, ვიმსახურებ, რომ საჩემპიონო ბრძოლა მივიღო. არ აქვს მნიშვნელობა ჩემი მოწინააღმდეგე ო'მალი იქნება თუ მერაბი, მე ბრძოლისთვის 100%-ით მზად ვარ. - განაცხადა ფიგერედომ

მას შემდეგ, რაც დეივესონმა უმსუბუქესი წონის ქამარი მორენოსთან მარცხის შემდეგ დათმო, წონა შეიცვალა. ბრაზილიელი ახლა სუპერმსუბუქ წონაში ასპარეზობს და ახალ დივიზიონში უკვე ორი ბრძოლა მოიგო. გარბრანდტამდე ბრაზილიელმა რობ ფონტის დამარცხება შეძლო.

სხვა სტატიები