"ვფიქრობდი სპორტისთვის თავი დამენებებინა" - მერაბ დვალიშილი
3 თვის წინ
სხვა
1 წთ
UFC-ში მეორე ქართულ საჩემპიონო ბრძოლამდე სულ სამი დღე რჩება. მერაბ დვალიშვილს 10-ბრძოლიანი გამარჯვების სერია დაუფასდა და შანსიც მიიღო. ქართველი "მანქანა" ქამრისთვის ბრძოლაში შონ ო'მალის შეხვდება.
აქამდე მოსასვლელი გზა მერაბისთვის ძალიან გრძელი იყო. როგორც თავად ამბობს, იყო პერიოდი როცა სპორტული კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა.
კარიერის დასრულებაზე ვფიქრობდი. იყო დღეები როცა მშენებლობაზე ვიყინებოდი. ვფიქრობდი სპორტისთვის თავი დამენებებინა და ჩვეულებრივი ბიჭი ვყოფილიყავი. ვიშოვიდი ნორმალურ სამსახურს და მასზე ვკონცენტრირდებოდი. დაქორწინებაც ვცადე მაგრამ, არაფერი გამოვიდა. შემდეგ მეგობრებთან ერთად რესტორნებსა და კლუბებში დავიწყე სიარული. არც ეს იყო ჩემი. ბედნიერი არ ვყოფილვარ. ყველაფერი შესაძლებელია, უბრალოდ განაგრძე იმის კეთება რასაც აკეთებ. განაგრძე შენი ოცნებებისთვის ბრძოლა და ყველაფერი გამოვა. - ამბობს მერაბ დვალიშილი
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მერაბისა და შონ ო'მალის ბრძოლა თბილისის დროით 15 სექტემბერს, გამთენიისას გაიმართება. იმ შემთხვევაში თუ დვალიშვილი ო'მალის დაამარცხებს, UFC-ში მეორე ქართველი ჩემპიონი გვეყოლება.