Belive

"ვფიქრობ, სატიტულო ბრძოლა დავიმსახურე" - კორი სენდჰეგენი

7 თვის წინ სხვა
1 წთ

გასულ უქმეებზე UFC-ს ღონისძიება გაიმართა, სადაც მთავარი ბრძოლა ფიგერედოსა და სენდჰეგენს შორის შედგა. ამ დაპირისპირებიდან გამარჯვებული ეს უკანასკნელი გამოვიდა და საჩემპიონო ბრძოლაზე პრეტენზიაც გამოთქვა. შეგახსენებთ, რომ ამ დივიზიონში ჩემპიონი მერაბ დვალიშვილია.

ვფიქრობ, სატიტულო ბრძოლა დავიმსახურე. უმარმა ეს შანსი ვერ გამოიყენა. იანმა ბოლო ბრძოლაში გაიმარჯვა, მაგრამ საჩემპიონო ჩხუბის ორივე მონაწილესთან წაგებული აქვს. ფიგერედო მე-2 რაუნდში დავაფინიშე, იანმა ეს ვერ მოახერხა. ვაჩვენე, რომ საუკეთესო ვარ და სატიტულო ბრძოლას ვიმსახურებ.

- განაცხადა კორი სენდჰეგენმა
View this post on Instagram

A post shared by MMA Junkie (@mmajunkie)

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი საკუთარ ქამარს შონ ო'მალისთან დაიცავს. მათი ბრძოლა 8 ივნისს ნიუ ჯერსიში შედგება.

სხვა სტატიები