"თითქოს მერაბი ფურცელზე საშიშად არ გამოიყურება" - შონ ო'მალი
3 თვის წინ
სხვა
1 წთ
შონ ო'მალიმ მერაბ დვალიშვილის შემდეგ საჩემპიონო ჩხუბზე ისაუბრა. "შუგას" თავისი ყოფილი მეტოქის ძალაში უკვე გამოცდილი აქვს და თვლის, რომ მერაბი სენდჰეგენისთვის დიდი პრობლემა იქნება.
ერთი სული მაქვს ამ ჩხუბს როდის ვნახავ. თითქოს მერაბი ფურცელზე საშიშად არ გამოიყურება და თითქოს მისი გამოჭერაც შესაძლებელია. ეს მეც თითქმის გამომივიდა. რამდენჯერმე ძლიერი მუხლი, მარცხენა ხელი და რამდენიმე ძლიერი დარტყმა ავაცილე. მას უცნაური თაიმინგი აქვს. გარდა ამისა, მერაბი საოცრად ძლიერია. ამის ხარჯზე შენი მიწაზე გაკონტროლება არ უჭირს და იმ შემთხვევაშიც თუ წამოდექი, პოზიციის დაბრუნებაში შესანიშნავია. მაინტერესებს კორი შეძლებს თუ არა ამ ყველაფერისგან თავის დაცვას, მაგრამ.... - ამბობს შონ ო'მალი
შეგახსენებთ, რომ მერაბი მომავალ ბრძოლას კორი სენდჰეგენის წინააღმდეგ გამართავს. დვალიშვილისთვის მესამე ქამრის დაცვა იქნება. ჩხუბი 5 ოქტომბერს, თბილისის დროით გამთენიისას დაიწყება.