"ვფიქრობ, მერაბის დამარცხება შემიძლია" - პიოტრ იანი
4 თვის წინ
სხვა
1 წთ
პიოტრ იანი ამბობს, რომ მერაბის დამარცხება შეუძლია. რუსი მებრძოლის თქმით, პირველ ჩხუბში დვალიშვილის დამარცხება ვერ შეძლო, რადგან საკუთარი უნარები ბოლომდე ვერ გამოავლინა.
პირველ ჩხუბში ჩემი შესაძლებლობების ჩვენება ვერ მოვახერხე. ეს რეალური ფაქტია. ვიმედოვნებ, რომ ჩემი და მერაბის ორთაბრძოლა ისევ შედგება. დვალიშვილი თავის საქმეს შესანიშნავად ასრულებს. ის თავის ძლიერ მხარეებს მეტოქეებს კარგად ახვევს. ვფიქრობ, მისი დამარცხება შემიძლია. - განაცხადა პიოტრ იანმა
იანი მომავალ ბრძოლას 26 ივლისს გამართავს. აბუ დაბიში მისი მოწინააღმდეგე მარჯუს მაგი იქნება, რომელიც სუპერმსუბუქ წონაში მე-13 პოზიციას იკავებს.