Belive

"ვფიქრობ, ილია და არმანი მსოფლიოში საუკეთესო ბიჭები არიან" - დენიელ კორმიე

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

დენიელ კორმიემ ილია თოფურიასა და არმან ცარუკიანის შესახებ ისაუბრა. მისი აზრით, ქართველი და სომეხი მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლები არიან და მათი დაპირისპირება აუცილებლად უნდა ვიხილოთ.

ვფიქრობ, რომ ცარუკიანი აქტიურად დასარჩენად ყველაფერს აკეთებს. მას შემდეგ, რაც ისლამმა წონა დატოვა, ცარუკიანი შესაძლოა საუკეთესო მსუბუქწონოსანია. ის მართლაც კარგია. დიდია, ძლიერი და ფიზიკურად შესანიშნავად გამოიყურება. ჩემპიონი ილია თოფურია უზომოდ კარგია. ვფიქრობ, ილია და არმანი მსოფლიოში საუკეთესო ბიჭები არიან. ჩემი აზრით, ისინი აუცილებლად უნდა შეხვდნენ. პადი პიმბლეტი და ჯასტინ გეიჯი გასაოცარი მებრძოლები არიან, მაგრამ ილიას და არმანს რაღაც განსაკუთრებული აქვთ. საქმე მხოლოდ უნარებს არ ეხება, არამედ იმასაც, რითაც დიდებული ბრძოლის ჩანიშვნა შეგვიძლია. - განაცხადა დენიელ კორმიემ

შეგახსენებთ, რომ პირადი პრობლემების გამო თოფურიამ ცოტა ხნით სპორტისგან პაუზა აიღო. მან ჩემპიონის ქამარი ვაკანტური გახდა და ახლა მისთვის გეიჯი და პიმბლეტი იჩხუბებენ. მიუხედავად იმისა, რომ ცარუკიანი რეიტინგის პირველი ნომერია მან სატიტულო ჩხუბი ვერ მიიღო და ამის გამო UFC-მ დიდი კრიტიკაც დაიმსახურა.

სხვა სტატიები