Belive

"ვფიქრობ, ჩემპიონი ქამარს დაიცავს" - ალენი თოფურია-ვოლკის ბრძოლაზე

3 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის ქვემსუბუქი წონის მე-4 ნომერმა არნოლდ ალენმა ილია თოფურიასა და ალექს ვოლკანოვსკის ბრძოლის შესახებ საკუთარი აზრი დააფიქსირა. ინგლისელმა მედიასთან მის პოტენციურ საჩემპიონო გზაზეც ისაუბრა.

UFC 297-ზე ალენი მოვსარ ევლოევს შეხვდება. მათი ბრძოლა ტორონტოში, კანადაში გაიმართება.

View this post on Instagram

A post shared by PWRTHR - S&C - Coach Wayland (@poweringthrough)

მე მჯერა, რომ ჩემპიონობის გზაზე საუკეთესო ბიჭებს უნდა შეებრძოლო. მაქს ჰოლოუეისთან დიდი სიამოვნებით ვიჩხუბებ. მე მომიწევს უხეშ ბიჭებს დავუპირისპირდე და ეს ძალიან მახარებს. - ამბობს არნოლდ ალენი

მან საკუთარი აზრი დააფიქსირა თოფურიასა და ვოლკანოვსკის ბრძოლაზეც. ინგლისელი ამბობს, რომ The Great მის საჩემპიონო ქამარს დაიცავს.

ვფიქრობ, ვოლკანოვსკი მოიგებს. ჩემპიონი თავის ქამარს დაიცავს." - განაცხადა ალენმა Sportskeeda MMA-სთან საუბრისას

შეგახსენებთ, რომ ილიას მომავალი ბრძოლა საჩემპიონო ქამრისთვის ექნება. თოფურია ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება. მათი ბრძოლა 18 თებერვალს შედგება და ივენთის მთავარი ბრძოლაც იქნება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ იმავე ღონისძიებაზე იბრძოლებს მერაბ დვალიშვილიც, რომლის მოწინააღმდეგე ჰენრი სეხუდო გახლავთ.

სხვა სტატიები