Belive

"უსმანის შემდეგ, UFC საჩემპიონო ბრძოლას დამპირდა" - ხამზატ ჩიმაევი

3 თვის წინ სხვა
1 წთ

მას შემდეგ საკმაო ხანი გავიდა, რაც გულშემატკივარმა ჩიმაევი ბოლოს ოქტაგონზე იხილა. ხამზატმა უკანასკნელად უსმანის წინააღმდეგ იბრძოლა. კავკასიელმა "ნიგერიელი კოშმარი" სამრაუნდიან ბრძოლაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. ეს ყველაფერი 21 ოქტომბერს მოხდა.

ჩიმაევს რომ ძალიან სურს UFC-ის ქამარი ეს ახალი ამბავი არ არის. მე-9 პოზიციაზე მყოფი ხამზატი ამბობს, რომ UFC საჩემპიონო ბრძოლას დაჰპირდა.

ადესანია საქმიდან გასულია და არავინ იცის როდის დაბრუნდება. ყველა ეს ბიჭი ერთმანეთს უკვე შეხვდა. მხოლოდ მე ვარ დაუმარცხებელი. 13-0 ... უსმანთან ბრძოლის შემდეგ, საჩემპიონო ბრძოლას დამპირდნენ. კამარუ დავამარცხე. ახლა კი, დანასგან ასეთი სიტყვები მესმის: „არა მგონია, რომ ხამზატი შემდეგი იყოს ტიტულისთვის“. ეს სისულელეა. ძალიან გამიკვირდება თუ ქამრისთვის ჩემ გარდა სხვა იბრძოლებს. - განაცხადა ხამზატმა ESPN MMA-სთან საუბრისას

აქვე იმასაც გეტყვით, რომ რამდენიმე კვირის წინ ჩიმაევმა ერთ-ერთ პოდკასტზე თავად დაადასტურა, რომ 2024 წელს საჩემპიონო ბრძოლას მიიღებს.

სხვა სტატიები