Belive

ვერსტაპენი ისევ პირველია - პოდიუმზე ფერნანდო ალონსოც ავიდა

5 თვის წინ სხვა
1 წთ

მაქს ვერსტაპენმა ბრაზილიის გრან პრი ტრიუმფით დაასრულა, დომინანტური გამარჯვების შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონს, 2023 წლის სეზონში 20-დან 17 მოგება დაუგროვდა და საკუთარ რეკორდებს ამხობს.

დრამა ჯერ კიდევ მთავარ რბოლამდე დაიწყო, როდესაც ჩარლზ ლეკლერკი ჰიდრავლიკის პრობლემის გამო მოცურდა და რბოლა ვეღარ გააგრძელა. ვერსტაპენს სუფთა სტარტი გამოუვიდა, თუმცა მალევე, ძლიერმა შეჯახებამ, ალექს ალბონსა და კევინ მაგნუსენს შორის, ქაოსი გამოიწვია და ტრასაზე წითელი დროშები აფრიალდა.

ეს იყო კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა შეინარჩუნოს პილოტმა პოულ პოზიცია, მთელი სპრინტის განმავლობაში ჩემპიონს ლანდო ნორისის მაკლარენი მისდევდა და აწუხებდა, თუმცა მაქსისთვის ამას პრობლემა არ შეუქმნია. საერთო ჯამში, ვერსტაპენი პირველზე, ნორისი მეორეზე, ხოლო მესამეზე ფერნანდო ალონსო გავიდა თავისი ასტონ მარტინით. მესამე ადგილის ბედი, ალონსოსა და ჩეკო პერესს შორის ბოლო წამების დრამამ გადაწყვიტა. ლუის ჰამილტონის მერსედესმა რეისი მე-8 ადგილით დაასრულა.

სხვა სტატიები