Belive

"ვერა ბრძოლას მე-4 ან მე-5 რაუნდში დაასრულებს" - სეხუდო ო'მალი ჩიტოს ბრძოლაზე

9 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC 299-მდე სულ რაღაც 4 დღე რჩება და ქართველი გულშემატკივრის ყურადღება მთავარი ბრძოლისკენ არის მიმართული. შონ ო'მალი საკუთარ საჩემპიონო ქამარს პირველად დაიცავს. "შუგას" მოწინააღმდეგე სუპერმსუბუქი წონის მე-5 ნომერი მარლონ ვერა იქნება. უდიდესი ალბათობით, ამ წყვილში გამარჯვებული მერაბ დვალიშვილის მომავალი მეტოქე იქნება. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "მანქანა" ამ ბრძოლას დააზღვევს.

მომავალ საჩემპიონო ჩხუბზე მერაბის ყოფილმა მეტოქემ ჰენრი სეხუდომ ისაუბრა. მისი აზრით, შონ ო'მალი საჩემპიონო ქამარს დაკარგავს.

ბოდიში შონ მაგრამ, ვფიქრობ ამ გამოცდას ვერ ჩააბარებ. შენ ჯამბაზი ხარ შონ. დამარცხდები ბიჭთან, რომელიც რეიტინგში მე-5 ნომერია. მჯერა, რომ "ჩიტო" საკუთარ საბრძოლო გეგმას ფეხის დარტყმებზე ააწყობს. ვერა ბრძოლას მე-4 ან მე-5 რაუნდში დაასრულებს. - განაცხადა Triple C-მ

ბრძოლა თბილისის დროით 10 მარტს გაიმართება. UFC 299-ის მთავარი ბრძოლები გამთენიისას 07:00 საათიდან დაიწყება.

სხვა სტატიები