Belive

"ვაპირებ ის დავტესტო" - ადესანია დუ პლესის გამოწვევას გამოეხმაურა

3 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC 297 საჩემპიონო ბრძოლით დაიხურა, სადაც ერთმანეთს საშუალო წონის ჩემპიონი შონ სტრიკლენდი და დრიკუს დუ პლესი დაუპირისპირდნენ. ამ უკანასკნელმა მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით სტრიკლენდი დაამარცხა და ბრძოლის შემდეგ, ყოფილი ჩემპიონი ისრაელ ადესანიაც გამოიწვია.

ადესანია დუ პლესისა და სტრიკლენდის ჩხუბს, ტრადიციულად, სახლიდან უყურებდა. ნიგერიელი საკუთარი YouTube არხისთვის ვიდეოს წერდა და სამხრეთ აფრიკელის გამოწვევასაც პასუხი ამავე ვიდეოში გასცა.

ამ ბრძოლის ყურება ძალიან სასიამოვნო იყო. ვიფიქრე, დრიკუსი საწყის რაუნდებში უფრო მეტს იჭიდავებდა, თუმცა, ეს მან ბოლოს გააკეთა. ჭკვიანური იყო. ახლა ის UFC-ში მე-4 აფრიკელი ჩემპიონია. ასე რომ, გილოცავ ჩემო აფრიკელო ძმაო. სიმართლე გითხრათ მის გამო ბედნიერი ვარ, მაგრამ მე მის დატესტვას ვაპირებ. - განაცხადა ისრაელმა თავის YouTube არხზე

ბოლოს ისრაელ ადესანია სწორედ შონ სტრიკლენდის წინააღმდეგ გამოვიდა. ნიგერიელი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა და ქამარიც დაკარგა. როგორც ვნახეთ, ადენსანია დუ პლესთან ჩხუბისთვის მზად არის, საინტერესოა როდის დაბრუნდება ყოფილი ჩემპიონი?

სხვა სტატიები