Belive

თოფურიას სავარაუდო მომავალი მეტოქე ბრაიან ორტეგაა

2 თვის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურიას სავარაუდო მეტოქეების სიიდან იაირ როდრიგესი ამოიშალა.

რამდენიმე თვეა "მატადორსა" და "პანტერას" შორის სოციალურ ქსელში დაპირისპირებაა. მექსიკელი მებრძოლი ილიას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ჩემპიონობის შანსი მხოლოდ იმიტომ მიიღო, რომ ბევრს ლაპარაკობს. საპასუხოდ, ილიამ როდრიგესს ჩვარი უწოდა. ეს დაძაბულობა თითქოს, საინტერესო ბრძოლისკენ გვიბიძგებდა მაგრამ, იაირმა საჩემპიონო ბრძოლის შანსი დაკარგა.

UFC Mexico-ზე "პანტერა" ბრაიან ორტეგას წინააღმდეგ დამარცხდა. თითქოს იაირმა კარგად დაიწყო, თუმცა, როცა ბრძოლა მიწაზე გადავიდა ორტეგამ უპირატესობა მოიპოვა. T City-მ მოწინააღმდეგე მხრის სამკუთხედით დაამარცხა და 2022 წლის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა. სხვადასხვა გამოცემები ამბობენ, რომ ილიას სავარაუდო მეტოქედ სწორედ ის განიხილება.

ვოლკანოვსკი დიდებული ჩემპიონი იყო. ხალხი, რომელიც ახლა ვოლკანოვსკის დასცინის, მის ყველა დამსახურებას პატივს არ სცემს. თუ გადაწყვეტს, რომ აღარ იბრძოლოს და დაისვენოს, მე მოხარული ვიქნები თუ ესპანეთში გავემგზავრები. თოფურიას მოცდა მოუწევს. პოტენციური მეტოქეების სია იზრდება. - განაცხადა ბრაიან ორტეგამ.

სხვა სტატიები