Belive

ვახტანგ ლოლუა და გელა ბოლქვაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არიან

1 თვის წინ სხვა
1 წთ

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, ქართველებს წარმატებული დღე ჰქონდათ.

18 წლის ვახტანგ ლოლუა (55 კგ) და გელა ბოლქვაძე (82 კგ) ფინალში გავიდნენ და ხვალ, ფინალურ ბლოკში, ოქროს შეუტევენ.

ლოლუამ ასპარეზობა 1/8 ფინალიდან დაიწყო და ჩინელ მეტოქეს 9:1 სძლია. მეოთხედფინალში რუმინელის დენის მიაი 3:2 დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში თურქ მუჰამეტ ჩაქირს (2:2) ბოლო აღებული ქულით მოუგო. ხვალ ფინალში მისი მეტოქე ირანელი, აჰმადი ბალოტაკი იქნება.

გელა ბოლქვაძემ პირველი ბრძოლა უკრაინელ რუსლან აბდიევთან მოიგო (6:1). 1/4 ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ტიულიუბაევი დაამარცხა, ნახევარფინალში იაპონელ ტაიზო იოშიდას სძლია (8:5), ფინალში კი ირანელი მეტოქე, ჯავად ფაროხისენჯანი დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები