ოქრო და ვერცხლი | ლოლუა მსოფლიო ჩემპიონია, ბოლქვაძე კი ვიცე-ჩემპიონი!
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე (ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში), ქართველმა ფალავნებმა, 2 მედალი მოიპოვეს. ვახტანგ ლოლუა (55 კგ) მსოფლიო ჩემპიონი გახდა, გელა ბოლქვაძე კი (82 კგ) ვერცხლისმედალოსანია.
ლოლუამ ასპარეზობა 1/8 ფინალიდან დაიწყო და ჩინელ მეტოქეს 9:1 სძლია. მეოთხედფინალში რუმინელის დენის მიაი 3:2 დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში თურქ მუჰამეტ ჩაქირს (2:2) ბოლო აღებული ქულით მოუგო. ფინალში მისი მეტოქე ირანელი, აჰმადი ბალოტაკი იყო, რომელსაც ულამაზეს სტილში (9:7) მოუგო.
გელა ბოლქვაძემ პირველი ბრძოლა უკრაინელ რუსლან აბდიევთან მოიგო (6:1). 1/4 ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ტიულიუბაევი დაამარცხა, ნახევარფინალში იაპონელ ტაიზო იოშიდას სძლია (8:5), ფინალში მასაც ირანელი მეტოქე, ჯავად ფაროხისენჯანი შეხვდა, რომელთანაც ვერაფერს გახდა (0:4) და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში (55 კგ) ბოლოს, მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალი, 2019 წელს, ნუგზარ წურწუმიამ მოიპოვა - 6 წლის შემდეგ, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ვახტანგ ლოლუა დადგა, რომელიც თითუეულ გამარჯვებას სწორედ წურწუმიას უძღვნიდა (ნუგზარ წურწუმია 2024 წელს გარდაიიცვალა).