Belive

უტა აბე: "გპირდებით, ჩემი თავის საუკეთესო ვერსია დავბრუნდები..."

1 თვის წინ სხვა
1 წთ

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, მეორე საშეჯიბრო დღეს, პირველი დიდი სენსაცია დაფიქსირდა. კერძოდ, 52 კგ წონით კატეგორიაში, ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი ძიუდოისტი, იაპონელი - უტა აბე ასპარეზობას მეორე ეტაპიდან გამოთიშეს, ეს ყველაფერი კი იაპონელმა ფალავანმა უმძიმესად გადაიტანა და მის დამშვიდებაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა.

საბოლოოდ კი, უტა აბეს დამმარცხებელი, უზბეკი - დიორა კელდიოროვა ოლიმპიური ჩემპიონი, სრულიად დამსახურებულად გახდა.

უტა აბემ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დამარცხების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"ვერც გავიაზრე დამარცხების მომენტი, რადგან ამ ოლიმპიადისთვის ძალიან დიდი ხანი ვემზადებოდი და ჩემთვის დაუჯერებელი შედეგი დადგა. ალბათ ამას ნიშნავს ერთ წამში გადაწყვეტილი ბრძოლა. დამემსხვრა ჩემს წარმოსახვაში ჩემი გამარჯვებული სილუეტი.

გამარჯვებისთვის მზად ვიყავი, სხვა ვარიანტს არც განვიხილავდი, მაგრამ საშინელი იმედგაცრუება გამოვცადე.

ბრძოლა გრძელდება, გპირდებით, რომ ჩემი თავის საუკეთესო ვერსია დავბრუნდები..." - უტა აბე

შეგახსენებთ, რომ უტა აბე 4-გზის მსოფლიო ჩემპიონია, ასევე 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა, თუმცა პარიზში ოქროსფერი არშიის დაცვა ვერ შეძლო.

სხვა სტატიები