"უსმანს პირდაპირ TOP 10-ში ბრძოლა ეკუთვნის" - ბენილ დარიუში
დარიუშის თქმით, ნურმაგომედოვის ოსტატობა და უნარები იმდენად მაღალ დონეზეა, რომ UFC-ში მისი არყოფნის ერთადერთი ლოგიკური მიზეზი მხოლოდ ფინანსური ან საკონტრაქტო დეტალები უნდა იყოს.
გაკვირვებული ვარ, რომ ის ჯერ UFC-ში არ არის. იმდენად კარგია, რომ ვვარაუდობ, მიზეზი ან კონტრაქტზე შეუთანხმებლობაა, ან... მოკლედ, ეს ერთადერთი რამაა, რაც აზრად მომდის. ეს ერთადერთი რამაა რაც მის UFC-ში მოხვედრას აბრკოლებს. ვფიქრობ, ის მაშინვე მიიღებს TOP 10-ის ბრძოლას, ხოლო შემდეგ პირდაპირ TOP 5. მიმაჩნია, რომ ის სწორედ ამ დონისაა. - განაცხადა დარიუშმა
Beneil Dariush is surprised Usman Nurmagomedov isn’t already in the UFC. He thinks Usman could start with a top ten opponent and move straight on to the top five.
— Red Corner MMA (@RedCorner_MMA) November 4, 2026
“I’m surprised he’s not in the UFC already. He’s so good, and I would assume it’s either, you know, they can’t agree… pic.twitter.com/u8X3PsacF4
დაღესტნური სკოლის კიდევ ერთი გამორჩეული წარმომადგენლის გარშემო ინტერესი დღითიდღე იზრდება. ახლა მთავარი კითხვა ის არის, მოხერხდება თუ არა მხარეებს შორის შეთანხმება და ვიხილავთ თუ არა უსმან ნურმაგომედოვს UFC-ის ოქტაგონზე უახლოეს მომავალში. აღსანიშნავია, რომ PFL-თან კონტრაქტს დიდი ხანია უკვე ვადა გაუვიდა და დაღესტნელი თავისუფალი აგენტია.