"ეს ნამდვილი ლაჩრობაა" - ჯონ ვუდი
4 საათის წინ
სხვა
1 წთ
მერაბ დვალიშვილის მწვრთნელი ჯონ ვუდი აბუ დაბიში მომხდარ ჩხუბს გამოეხმაურა. სხვების მსგავსად, ვუდმაც აღნიშნული ფაქტი დაგმო და უსმანის საქციელს ლაჩრობა უწოდა.
ის, რაც დღეს მოხდა, სრულიად ამაზრზენი იყო! მსგავსი რამ არასდროს არ უნდა იყოს მისაღები ჩვენს სპორტში და არც სადმე სხვაგან!
სუფთა ლაჩრული საქციელია!
პატივისცემა მერაბსა და მის მეგობარს, რომ ბევრად უფრო დიდ 5 კაცთს გაუმკლავდნენ. - ჯონ ვუდი
გავრცელებული ინფორმაციით, მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის შემდეგ უსმან ნურმაგომედოვი და ყველა ის ადამიანი, რომელიც ინციდენტში მონაწილეობდა, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.