Belive

უსიკი Vs. ფიური 2 | მოკრივეებმა წონა წარმატებით ჩააბარეს

9 საათის წინ სხვა
1 წთ

კრივის სამყარო მოუთმენლად ელის ალექსანდრ უსიკისა (22:0) და ტაისონ ფიურის (34:1:1) მეორე ბრძოლას. 22 დეკემბერს, დაახლოებით ღამის 2 საათზე, თანამედროვე კრივის ორი ყველაზე გამორჩეული მებრძოლის დაპირისპირება, საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში გაიმართება.

სარევანშო ბრძოლის წინ, მოკრივეებმა წონა წარმატებით დააფიქსირეს და აღსანიშნავია, რომ ფიური მეტოქეზე 25 კილოგრამით მძიმეა. უკრაინელმა ჩემპიონმა 226 ფუნტი (102კგ), ხოლო ტაისონ ფიურიმ 281 ფუნტი (127კგ) დააფიქსირა.

როგორც ჩანს ფიურის წონის რეკორდული მატება, ბრძოლისთვის შერჩეული სპეციალური ტაქტიკიდან გამომდინარეობს, რაც უდიდეს გამძლეობასა და ფიზიკურ მონაცემებს მოითხოვს.

მებრძოლებს შორის 18 მაისს გამართული პირველი დაპირისპირება ალექსანდრ უსიკის გამარჯვებით დასრულდა და იმ შემთხვევაში, თუ უკრაინელი ამჯერადაც შეძლებს "Gypsy King"-ის დამარცხებას, თანამედროვეობის საუკეთესო სუპერმძიმე მოკრივის სტატუსს განიმტკიცებს.

სხვა სტატიები