"მჯერა, რომ ეს ჩემი TOP 5-ში მოხვედრის შანსია" - ჭიკაძე ალენთან ბრძოლაზე
28 ივლისს UFC-ის ოქტაგონზე ქართველ მებრძოლს ვიხილავთ. ინგლისში გასამართ UFC 304-ზე გიგა ჭიკაძე ადგილობრივ არნოლდ ალენს შეხვდება. აღნიშნული დაპირისპირება ორივე სპორტსმენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აქ მარცხი ნებისმიერი მებრძოლისთვის კარგი პოზიციის დაკარგვას ნიშნავს.
ჭიკაძემ ამ განსაკუთრებული ბრძოლის წინ UFC-სთან ისაუბრა.
ბოლო ბრძოლაში კარგად გამოიყურებოდა. ჩემი აზრით, მაქსთან ბრძოლის დასაწყისში საკმარისი არ გააკეთა. ამის მიზეზი ალბათ თავად მაქსი იყო, რადგან ჰოლოუეი სიმაღლით ძალიან დიდი იყო. ბრძოლის ბოლოს ვნახეთ რა კარგად გამოიყურებოდა. წინ ძალიან კომფორტულად მოძრაობდა. ევლოევთან ჩხუბის დროს მსაჯებმა გამარჯვება მოვსარს მისცეს მაგრამ, ჩემი აზრით ის ბრძოლა ალენმა მოიგო.
ვფიქრობ, ალენი ჩემპიონის დონის მებრძოლია. ის TOP 5-ის მებრძოლია და იმ ბიჭების სიაშია, რომელთა დამარცხების შემთხვევაში სატიტულო ბრძოლას მიიღებ.
სიმართლე გითხრათ, მას ფანებისგან დიდი ზეწოლა აქვს. ინგლისში იბრძვის და ბოლო ორი ბრძოლა წაგებული აქვს. ალენი ძალიან ფრთხილი და დასტრესილი იქნება. სავარაუდოდ სტილებს შეურევს, მოსაწყენ სანახაობას დადგამს და როგორმე საქმეს გადაწყვეტილებამდე მიიყვანს. მაგრამ, მე ყველაფერს ვეცდები ეს ბრძოლა სანახაობრივი იყოს.
ერთი სული მაქს ოქტაგონზე როდის შევალ. არნოლდს რვაკუთხედში საინტერესო სტილი შემოაქვს. MMA-ში საკუთარ სტილს კარგად მიქსავს. თქვენ კარგად იცით საუკეთესოდ რა გამომდის, ასე რომ, ბრძოლისთვის სნაიპერივით ვიქნები.
ალენი ცაცია სტრაიკერია, რომელიც გრეპლინგს და ჭიდაობას ურევს. მოსამზადებელ პერიოდში ჩემი კარგი მეგობარი და თანაგუნდელი ბენილ დარიუში მეხმარება. ძალიან ბედნიერ ვარ, რომ მას ჩემთან ერთად ვარჯიშისთვის დრო აქვს. ვინ შეიძლება მასზე უკეთესი სპარინგ პარტნიორი იყოს? - განაცხადა გიგა ჭიკაძემ
"I believe [it’s] my chance to get into the top-5, and I’m looking for the title after.”
— UFC News (@UFCNews) July 25, 2024
Giga Chikadze (@giga_chikadze) sees a win over Arnold Allen as his ticket into the featherweight title picture. #UFC304
Read ➡️: https://t.co/YJsiZRBmYK https://t.co/YJsiZRBmYK
შეგახსენებთ, რომ ბოლო ბრძოლა გიგამ ალექს კასერესის წინააღმდეგ ჩაატარა. "ნინძამ" სამრაუნდიან დაპირისპირებაში მისი მოწინააღმდეგე ქულებით დაამარცხა თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, გამარჯვებით დაბრუნდა.
რაც შეეხება ალენს, ინგლისელმა მებრძოლმა ბოლო ორი ბრძოლა წააგო. არნოლდი ევლოევთანაც და ჰოლოუეისთანაც ქულებით დამარცხდა. ჭიკაძესთან გამარჯვება ალენს ჰაერივით სჭირდება.
იმ შემთხვევაში თუ გიგა ამ ბრძოლას მოიგებს, რეიტინგში მე-6 პოზიციაზე გადავა და სატიტულო ბრძოლაშიც ჩაერთვება.
ჭიკძის ბრძოლა გამთენიისას 06:00 საათიდან დაიწყება.