Belive

უსიკი-დუბუას ბრძოლას უემბლიზე გეგმავენ

2 დღის წინ სხვა
1 წთ

ოლეკსანდრ უსიკისა და დანიელ დუბუას ბრძოლა გარდაუვალი ჩანს. უსიკს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული აქვს დასაცავი, დუბუამ კი ის რინგზევე გამოიწვია.

მას შემდეგ, რაც გასული წლის მაისში უსიკმა ტაისონ ფიური დაამარცხა, გახდა მძიმე წონის 4 ქამრის მფლობელი, რაც ბოლოს 25 წლის წინ ლენოქს ლუისმა მოახერხა. უსიკმა და 'ბოშათა მეფემ' რემატჩი მალევე ჩანიშნეს, რამაც IBF ქამრის ვაკანტურობა გამოიწვია და დუბუამ ამით ისარგებლა - 2024 წლის სექტემბერში ენტონი ჯოშუა დაამარცხა და ქამარი დაიტოვა.

დანიელ დუბუა უსიკი-ფიურის განმეორებით ბრძოლას ესწრებოდა (უსიკმა ამ შემთხვევაშიც დაამარცხა ფიური), შემდეგ კი რინგზე ავიდა და უკრაინელი მოკრივე ხალხის წინაშე გამოიწვია.

პრომოუტერები ახლა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლას აორგანიზებენ, უსიკი-დუბუა, შესაძლოა, უემბლიზე შედგეს.

ჩვენ ახლა ვმუშაობთ (უსიკი- დუბუა 2) ბრძოლაზე, უემბლის სტადიონი კი ერთ-ერთ მთავარ ადგილად განიხილება. - განაცხადა ალექსანდრე კრასიუკმა, უსიკის მენეჯერმა

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს დუბუა უსიკთან 9-რაუნდიან ბრძოლაში დამარცხდა. მსაჯმა ბრიტანელი მძიმეწონოსნის ერთ-ერთი დარტყმა წესებისგან გადახვევად მიიჩნია (წელს ქვემოთ დარტყმა), დისკვალიფიკაციის გამო ბრძოლა შეწყდა, დუბუას მხარე დღემდე მიიჩნევს, რომ შედეგი უსამართლოა.