Belive

"ურთულესია განსაზღვრო მისგან რას ელოდო" - ურაია მერაბ დვალიშვილზე

3 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა ურაია ფეიბერმა მერაბ დვალიშვილის შესახებ ისაუბრა. დიდების დარბაზის წევრი თვლის, რომ მერაბი ო'მალისთვის ძალიან უხერხული მეტოქეა და ის კრიპტონიტსაც შეადარა.

მერაბი ძალიან მაგარია. ის კარგად არ გამოიყურება, ნამდვილ გიჟს ჰგავს. მერაბი მხოლოდ წინ მიიწევს და შესაძლო ეს შონისთვის კრიპტონიტი აღმოჩნდეს. დვალიშვილს ძალიან ძლიერი დარტყმა აქვს. ურთულესია განსაზღვრო თუ რას უნდა მოელოდო მისგან. ის დაუნდობელია და არასდროს იღლება. - განაცხადა ურაიამ MIGHTYCAST-ში საუბრისას

შეგახსენებთ, რომ შონ ო'მალისა და მერაბ დვალიშვილის ბრძოლა სექტემბერში Sphere-ში გაიმართება. ამის შესახებ დანა უაითმაც ისაუბრა და ინფორმაცია დაადასტურა.

არ არის გამორიცხული, რომ მერაბმა და შონმა კვლავ ერთ საღამოს იბრძოლონ. ცოტა ხნის წინ, თოფურიამ განაცხადა, რომ სექტემბერში ბრძოლა სურს. თუ მაქს ჰოლოუეი სექტემბერში მზად იქნება ილიას და მერაბს, UFC 298-ის მსგავსად, ისევ ერთ საღამოს ვიხალავთ.

სხვა სტატიები