Belive

უმძიმესი ტრაგედია - 29 წლის ჰოკეისტი მატჩის მიმდინარეობისას გარდაიცვალა

6 თვის წინ სხვა
1 წთ

ჰოკეის ამერიკელი მოთამაშე, 29 წლის ადამ ჯონსონი, 29 ოქტომბერს თამაშისას მოწინააღმდეგის ციგურის მეტალის მჭრელი პირით ყელის არეში დაიჭრა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

უბედური შემთხვევა ბრიტანულ გუნდებს "ნოტინგემისა" ისა და "შეფილდის" მატჩისას მოხდა.

ვიდეოში კარგად ჩანს, რომ უბედური შემთხვევა და ჰოკეისტებს შორის შეჯახება სრულიად შემთხვევით, სათამაშო ეპიზოდში მოხდა, რის შედეგადაც 29 წლის ადამ ჯონსონი ყელის არეში უმძიმესად დაიჭრა.

უბედური შემთხვევის შედეგად, თამაში 35-ე წუთზე გაჩერდა და აღარ გაგრძელებულა. სასწრაფო დახმარების ჯგუფი ადამ ჯონსონის გადარჩენას ცდილობდა, თუმცა ის ადგილზე გარდაიცვალა, მისი გარდაცვალება კი კლუბმა კვირას დილით გაავრცელა.

"სასოწარკვეთილები ვართ, რადგან გვიწევს დავადასტუროთ, რომ ამ წარმოუდგენელი ინცინდენტის დროს, ადამ ჯონსონი ტრაგიკულად გარდაიცვალა..."

- Nottingham Panthers-ის განცხადება

სამხრეთ იორკშირის პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო. პოლიციელები ცდილობენ მომხდარის ზუსტი სურათის აღდგენას.