Belive

ჰოკეიში ლეგენდარული უეინ გრეცკის რეკორდი დაემხო

8 თვის წინ სხვა
1 წთ

ალექს ოვეჩკინმა 1999 წლიდან ხელშეუხებელი რეკორდი დაამხო. "ვაშინგტონ კაპიტალსის" 39 წლის ჰოკეისტმა, NHL-ში (ჰოკეის ნაციონალური ლიგა) 895-ე გოლი გაიტანა და გრეცკის 894-იანი ნიშნული უკან მოიტოვა. ოვეჩკინი პარასკევს გრეცკის გაუთანაბრდა, დღეს კი ლონგ აილენდზე, "ნიუ იორკ აილენდერსთან" მატჩში სარეკორდო გოლი გაიტანა.

კანადელი უეინ გრეცკი, რომელიც ჰოკეის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედაა მიჩნეული, ყველაზე მეტი გოლის გამტანის სტატუსს 1994 წლიდან ატარებდა, უკანასნელი 894-ე გოლი კი კარიერის დამთავრებამდე, 1999 წელს გაიტანა, აღსანიშნავია, რომ მან ეს სწორედ "აილენდერის" წინააღმდეგ გააკეთა.

გრეცკი დღემდე რჩება ყველაზე მეტი საგოლე ქმედების ავტორად, კანადელს 894 გოლთან ერთად 1963 პასიც აქვს გაკეთებული (2857 ქულა).

ოვეჩკინის ტრიუმფს გრეცკი თვალს დარბაზიდან ადევნებდა და რუს ჰოკეისტს უდიდესი წარმატება პირადად მიულოცა.

სხვა სტატიები