"უმართან გამარჯვების შემდეგ, მერაბის მიმართ სულ სხვა პატივისცემა გამიჩნდა" - ჰენრი სეხუდო
5 დღის წინ
სხვა
1 წთ
ჰენრი სეხუდო მერაბ დვალიშვილის გამარჯვებით აღფრთოვანებულია. Triple C ამბობს, რომ უმარის დამარცხებით GOAT-ის სტატუსზე სერიოზული განაცხადი გააკეთა.
უმართან გამარჯვების შემდეგ, მერაბის მიმართ სულ სხვა პატივისცემა გამიჩნდა. თუ ამ დაპირისპირებას ჩხუბის თვალსაზრისით განვიხილავთ, უმარმა მერაბი სცემა. მაგრამ, მნიშვნელობა არ აქვს რას ფიქრობენ ფანები, მთავარია - მსაჯები. პირველი ორი რაუნდი უმარმა მოიგო, მაგრამ ეს მხოლოდ ხალხისთვის იყო, ფანები რომ მეტად ჩართულიყვნენ ბრძოლაში. ჩემი აზრით, მერაბმა ყველა დროის საუკეთესო მებრძოლობაზე სერიოზული განაცხადი გააკეთა. მას ბევრი საჩემპიონო დაცვა არ აქვს, მაგრამ შეხედეთ ვინ ჰყავს დამარცხებული: სეხუდო, იანი, ალდო, უმარი... - განაცხადა ჰენრი სეხუდომ
შეგახსენებთ, რომ სეხუდო მერაბის ყოფილი მოწინააღმდეგეა, რომელიც დაამარცხა. სამრაუნდიან ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ, "მანქანამ" საჩემპიონო ჩხუბი მიიღო.