დანიილ დონჩენკო: "მერაბი განსხვავებული მხეცია"
MMA-ს საკმაოდ პერსპექტიული მებრძოლი დანიილ დონჩენკო თვლის, რომ დვალიშვილს სენდჰეგენის დაფინიშება შეუძლია. უკრაინელს, რომელმაც Contender Series-ზე კარგად იასპარეზა და UFC-ს კონტრაქტიც დაიმსახურა, ვერ წარმოუდგენია რამ შეიძლება გატეხოს მერაბ დვალიშვილი.
ჩემი აზრით, ყველანი ფინიშს უნდა ველოდოთ. მერაბი ამ ბიჭს დააფინიშებს. ყველა გადაწყვეტილებაზე საუბრობს, მაგრამ არა, მერაბი ამ ბიჭს დროზე ადრე დაამარცხებს. კორი არატრადიციული სტრაიკერი და გრეპლერია, თუმცა, მერაბი განსხვავებული მხეცია. დვალიშვილი მენტალურად ძალიან ძლიერია. ვერ წარმომიდგენია რა შეიძლება მოხდეს, რომ მერაბი გატყდეს. მისი კარდიო ღმერისგან ბოძებული საჩუქარია. სპარინგების დროს სტრაიკერებს კარგ დარტყმებს უტარებს. ის ჩემპიონია! - განაცხადა დანიილ დონჩენკომ
👀💥Daniil Donchenko believes Merab Dvalishvili can FINISH Cory Sandhagen at UFC 320:
— Home of Fight (@Home_of_Fight) September 19, 2025
“Merab can finish this guy…Cory is a good unorthodox striker and a grappler too.
Mentally, [Merab] is so tough, I don’t know what can happen to break Merab in his mind.”
(via @homeoffight /… pic.twitter.com/sA8Np9My3y
შეგახსენებთ, რომ უკრაინელმა UFC-ში ბრძოლა უკვე ჩაატარა და გაიმარჯვა კიდეც. მან როდრიგო სეზინანდო პირველივე რაუნდში დაამარცხა.
დვალიშვილისა და სენდჰეგენის ჩხუბი 5 ოქტომბერს გამთენიისას დაიწყება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ მერაბი კარიერაში მე-4 საჩემპიონო ბრძოლას გამართავს.