"საწყენია, რომ არმანის საუკეთესო წლები ნიავდება" - დენ ჰუკერი
3 საათის წინ
სხვა
1 წთ
დენ ჰუკერი თვლის, რომ UFC არმანის პოტენციალს ანიავებს. ახალ ზელანდიელის თქმით, ცარუკიანი ახლა საუკეთესო ფორმაშია და მისი სატიტულო ჩხუბის გარეშე დატოვება არც ისე ჭკვიანურია.
ახლა არმანი მომწონს. ჩემი სახით ახალი ფანი შეიძინა. საუბედუროდ, მისი კარიერის საუკეთესო წლები ნიავდება. ის ილიას უნდა ებრძოდეს. ვის არ უნდა ამისი ნახვა?
მოდით რეალობას შევხედოთ, ვიყოთ გულწრფელები... გეიჯისა და პადის ბრძოლის ნახვის შემდეგ, ვინმე ფიქრობს რომ გეიჯის ილიას დამარცხება შეუძლია? - განაცხადა დენ ჰუკერმა
Dan Hooker says Arman Tsarukyan’s prime years are being wasted without a title shot 👏🫡
— Red Corner MMA (@RedCorner_MMA) January 27, 2026
"I like Arman now. He's won me over as a fan. The saddest part about it is that the best years of his career are being wasted, bro. He should be fighting Ilia. Who don't want to see that?… pic.twitter.com/pi5G5oEx2v
შეგახსენებთ, რომ ცარუკიანი ბოლო ბრძოლაში სწორედ ჰუკერის წინააღმდეგ გამოვიდა. სომეხმა მეტოქე დროზე ადრე დაამარცხა და პირველი ნომერი მსუბუქ წონაში უფრო გაიმყარა. მიუხედავად ამისა, არმანმა დროებითი ტიტულისთვის ჩხუბი მაინც ვერ მიიღო.