Belive

ილია თოფურიამ ჩემპიონის ქამარი დათმო

2 დღის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურიამ ქვემსუბუქი წონის ქამარი ვაკანტური გახადა. UFC-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 314-ზე არა ილია და ვოლკის ჩხუბი, არამედ ვოლკანოვსკისა და დიეგო ლოპესის ბრძოლა შედგება.

View this post on Instagram

A post shared by UFC (@ufc)

ილიას ეს ნაბიჯი ერთ რაღაცას ნიშნავს - "მატადორს" სულ მალე მსუბუქ დივიზიონში ვიხილავთ. აღნიშნული ინფორმაცია დანა უაითმაც დაადასტურა.

ილია ფიქრობს, რომ ქვემსუბუქ წონაში ყველაფერი გააკეთა და ახლა წონის შეცვლის დროა. ჯერჯერობით მისი მომავალი მეტოქე უცნობია, მაგრამ ამაზე ვმუშაობთ. - განაცხადა დანა უაითმა

ალბათ, მივუახლოვდით იმ სანუკვარ ბრძოლას რომელიც ყველას ძალიან გვინდოდა - ილია მახაჩევის წინააღმდეგ. თუმცა, ჯერ ყველაფერი ადრეა და ნაჩქარევი დასკვნების გამოტანა არ ღირს?

სხვა სტატიები