Belive

უკრაინის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ათაბეგაშვილს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

1 წლის წინ სხვა
1 წთ

უკრაინის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, მიხაილო კოშლიაკმა, ქართველ კოლეგას, გიორგი ათაბეგაშვილს, უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა:

,,ძვირფას პრეზიდენტს, ბატონ გიორგი ათაბეგაშვილსა და ჩვენს კოლეგებს საქართველოს ძიუდოს ფედერაციიდან:

უკრაინის ძიუდოს ფედერაციისა და უკრაინული ძიუდოს ოჯახის სახელით, გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი მადლობა და თბილი სიტყვები თქვენი უზარმაზარი მხარდაჭერისა და დახმარებისთვის, რომელიც გაუწიეთ უკრაინელ სპორტსმენებსა და ბავშვებს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ომის პერიოდში.

ჩვენ არასდროს დავივიწყებთ თქვენს მეგობრობასა და სტუმართმოყვარეობას.

მუდამ თქვენი მიხაილო კოშლიაკი - უკრაინის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი,'' - წერია მადლობის წერილში.

სხვა სტატიები