Belive

გიორგი ათაბეგაშვილი: ,,როცა სამართლიანი თამაშის სულისკვეთებით ვმოქმედებთ, უკეთესი სამყაროს მშენებლობაში შეგვაქვს წვლილი''

10 თვის წინ სხვა
1 წთ

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, გიორგი ათაბეგაშვილმა, კრაკოვის ევროპულ თამაშებზე, სპორტისა და ძიუდოს მნიშვნელობაზე ისაუბრა:

,,ძიუდოში ყველა სპორტსმენისთვის სავალდებულოა დაწერილი და დაუწერელი წესებით თამაში. ყველა სპორტში, განსაკუთრებით ძიუდოში, სამართლიანი თამაში ოპონენტის, მსაჯებისა და გულშემატკივრების უპირობო პატივისცემას მოითხოვს. სამართლიანი თამაში არ არის თეორია, ტატამიზე და მის გარეთ, ის ქცევებით ვლინდება. როდესაც სამართლიანი თამაშის სულისკვეთებით ვმოქმედებთ, რა თქმა უნდა, უკეთესი, მშვიდობიანი სამყაროს მშენებლობაში შეგვაქვს წვლილი.

ყველანი ვთანხმდებით, რომ სპორტი არის სოციალურ-კულტურული აქტივობა, რომელიც ერებს შორის მეგობრობას უწყობს ხელს. ძიუდო აღიარებულია, როგორც ინდივიდუალური სახეობა, რომელიც სამართლიანი თამაშის წესებს იცავს, სპორტსმენებს სთავაზობს თვითგამოხატვის, თვითშემეცნების, პერსონალური მიღწევების, უნარჩვევების დახვეწის და გამოვლენის შესაძლებლობას, ზოგად კეთილდღეობასა და ჯანმრთელობას,'' - თქვა გიორგი ათაბეგაშვილმა.

საქართველოს ძიუდოს ნაკრები ევროპული თამაშების ფინალში გავიდა. ქართველმა ძიუდოისტებმა ფინალამდე ხორვატიის, თურქეთისა და იტალიის ნაკრებების დამარცხება შეძლეს.