Belive

"უღრმესი მადლობა ბიჭებს!" - დოლიძე საქართველოს გამარჯვებას გამოეხმაურა

1 თვის წინ სხვა
1 წთ

26 მარტს ერთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში საქართველომ საბერძნეთი დაამარცხა. პენალტების სერიის წარმატებით დასრულების შემდეგ, საქართველომ ევრო 2024-ის საგზური მოიპოვა. ეს იმას ნიშნავს, რომ ისტორიაში პირველად საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

ამ ისტორიულ გამარჯვებას UFC-ის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე გამოეხმაურა.

ყველას გილოცავთ ჩვენი ფეხბურთელების გამარჯვებას! ბიჭებო, ძალიან დიდი მადლობა იმ სიხარულისთვის, რაც თქვენ ჩვენ მოგვანიჭეთ. ძალა ერთობაშია, არცერთი ნაბიჯი უკან! თქვენგან უფრო დიდ გამარჯვებებს ველოდებით და ჩვენ თქვენს გვერდში ვართ. - განაცხადა რომან დოლიძემ
Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от UFC Roman Dolidze (@romandolidze)

შეგახსენებთ, რომ რომან დოლიძე მომავალ ბრძოლას 2 ივნისს, UFC 302-ზე გამართავს. მისი მოწინააღმდეგე დაუმარცხებელი ენტონი ერნანდესი იქნება.

სხვა სტატიები