UFC317 | კოლოსალური თანხა, რომელსაც ილია თოფურია მიიღებს
UFC317-ის მთავარი სატიტულო ბრძოლა, ილია თოფურიას ტრიუმფით დასრულდა - ელ მატადორმა ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში დაანოკაუტა და მსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა.
ვოლკანოვსკისა და ჰოლოუეის შემდეგ, ოლივეირა მესამე ტიტულოვანი მებრძოლი გახდა, რომელმაც თოფურიას მძიმე დარტყმებს ვერ გაუძლო. აღსანიშნავია, რომ ილია თოფურია ერთადერთი დაუმარცხებელი მებრძოლია, რომელმაც UFC-ის ორი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი მოიგო.
ავტორიტეტული გამოცემები ასახელებენ სოლიდურ თანხას, რომელიც თოფურიამ UFC317-ის მთავარი სატიტულო ბრძოლის მოგებით შეძლო. მართალია ოფიციალური ციფრები ჯერ არ გახმაურებულა, მაგრამ ფაქტობრივად ყველა წყარო თანხმდება, რომ გარანტირებული ჰონორარის, სატელევიზიო ტრანსლაციების, საღამოს პერფორმანსისა და სპონსორების ბონუსის სახით, ილია თოფურია დაახლოებით 3.9 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს მაქს ჰოლოუეის დანოკაუტებისა და საჩემპიონო ქამრის დაცვის შემდეგ, ილია თოფურიამ დაახლოებით ანალოგიური (3.8 მილიონი დოლარი) გამოიმუშავა.