UFC Vegas 71 - დვალიშვილის მომდევნო მეტოქის ვინაობა ცნობილია
ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, მერაბ დვალიშვილი რუს მებრძოლს - პიოტრ იანს დაუპირისპირდება. ქართველი და რუსი მებრძოლების დაპირისპირება 12 მარტს, UFC Vegas 71-ზე შედგება.
MMA JUNKIE-სთან საუბარში მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან გასამართი ბრძოლა დაადასტურა. მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია და ბრძოლის გაოფიციალურებამდე მხოლოდ კონტრაქტზე ხელის მოწერაა დარჩენილი.
A major bantamweight bout is in the works for #UFCVegas71, as Petr Yan vs. Merab Dvalishvili is lined up for five rounds. 🇷🇺🇬🇪https://t.co/DvQr2YQuXJ pic.twitter.com/4EiIb1KdP3
— MMA Junkie (@MMAJunkie) January 18, 2023
შეგახსენებთ, რომ UFC-ის ეგიდით გამართული 10 ბრძოლიდან, დვალიშვილმა 8 გამარჯვება მოიპოვა და მხოლოდ ორჯერ დამარცხდა. მერაბმა ზედიზედ 8 ბრძოლის მოგება შეძლო, რის შედეგადაც UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგში საგრძნობლად დაწინაურდა და მის მომავალ მეტოქესთან ერთად 2-3 ადგილს ინაწილებს. მერაბ დვალიშვილის უკანასკნელი მსხვერპლი სახელოვანი ჟოზე ალდო აღმოჩნდა, რომელიც ქართველმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
პიოტრ იანს საქმეები არც ისე სახარბიელოდ მისდის. მერაბ დვალიშვილის თანაგუნდელმა და სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის მოქმედმა ჩემპიონმა - ალჯამაინ სტერლინგმა სატიტულო ბრძოლაში იანი ორჯერ დაამარცხა. იანი უკანასკნელ ბრძოლაში შონ ო'მალისთან დამარცხდა და ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ, იმედოვნებს, რომ რეპუტაციის აღდგენას დვალიშვილთან გასამართი ბრძოლის შემდეგ შეძლებს.