"17 თებერვალს მერაბს დავშლი" - ჰენრი სეხუდო
2 წლის წინ
სხვა
1 წთ
"Triple C" ჰენრი სეხუდოს მომავალი მეტოქე მერაბ დვალიშვილი იქნება. ამერიკელმა მებრძოლმა მომავალ ჩხუბზე საკუთარ YouTube არხზე ისაუბრა. სეხუდომ განაცხადა, რომ დვალიშვილთან ჩხუბისთვის მოსამზადებელი პერიოდი რთული იქნება.
ყველამ ვიცოდით, რომ ეს ბრძოლა ჩაინიშნებოდა. ჩვენს დაპირისპირებაში გამარჯვებული, ო'მალისა და ვერას შორის მოგებულს შეხვდება. ამ ბრძოლაში ჩემი მოწინააღმდეგისგან დიდ ზეწოლას ველი. მაგრამ მზად ვარ და ამის შესაბამისი გეგმაც მაქვს. სპარინგ პარტნიორები მთელი აშშ-დან მყავს და ადამიანი, რომელთანაც ერთად ვემზადები ზუსტად მერაბის სიმაღლეა. ყველაზე რთული მოსამზადებელი პერიოდი მაშინ მაქვს, როცა მოჭიდავეს ვხვდები. მე ყველა გამოწვევას ვიღებ. როცა ამ ბრძოლას მოვიგებს, ვერასა და ო'მალის შორის გამარჯვებულს შევხვდები. თუმცა, ახლა მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობ. 17 თებერვალს მერაბს დავშლი. - განაცხადა სეხუდომ
ბოლოს დვალიშვილმა პიოტრ იანთან იბრძოლა და რუსი მეტოქე 5-რაუნდიან ბრძოლაში პირწმინდად დაამარცხა. რაც შეეხება სეხუდოს, ამერიკელი ბოლოს მერაბის მეგობარსა და თანაგუნდელს ალჯამაინ სტერლინგს შეხვდა, რომელთანაც დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს ბრძოლა 17 თებერვალს, UFC 298-ზე შედგება. აღსანიშნავია, რომ ამავე საღამოს იბრძოლებს ილია თოფურიაც, რომელიც საჩემპიონო ქამრისთვის ვოლკანოვსკის შეხვდება.