"UFC-სთან საუბარი მქონდა და ვიცოდი, რომ ეს მოხდებოდა" - ილია თოფურია
2 კვირის წინ
სხვა
1 წთ
როგორც მოგეხსენებათ, ილია თოფურიამ მსუბუქი წონის ქამარი ვაკანტური გახადა. დროებითი ტიტულისთვის კი, ჯასტინ გეიჯი და პედი პიმბლეტი იბრძოლებენ. ამ ჩხუბის ჩანიშვნა გულშემატკივრები სკეპტიკურად განაწყო, რადგან თვლიან რომ ცარუკიან ამ ბრძოლაში უნდა იყოს. თუმცა, თოფურიამ თქვა, რომ არმანის გვერდზე დატოვების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა.
UFC-სთან ამაზე საუბარი მქონდა და ვიცოდი, რომ ეს მოხდებოდა. პერსონალური მდგომარეობიდან გამომდინარე ვიცოდი, რომ იანვარში ვერ ვიჩხუბებდი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩანიშნეს ბრძოლა დროებით ქამარზე.
ჩემთვის ორივე ამ მებრძოლისთვის ეს ჩხუბი დამსახურებულია. გეიჯიც და პიმბლეტიც ჩემპიონობასთან ყველაზე ახლოს არიან. ორივეს ვულოცავ, მაგრამ ბოლოს რეალურ პრობლემასთან მოუწევთ გამკლავება. - ამბობს ილია თოფურია
ჯერჯერობით არ ვიცით როდის დაბრუნდება ილია თოფურია. ზუსტი თარიღის დასახელება თავად ილიასაც უჭირს, თუმცა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ზაფხულში ოქტაგონზე კვლავ ვიხილავთ.