Belive

"UFC-ში სადებიუტო ბრძოლას 8 დღით ადრე დავთანხმდი" - ილია თოფურია

9 თვის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურია UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი რომ არის ეს ყველამ კარგად ვიცით. "მატადორმა" ჩემპიონობისკენ მიმავალი გზა დაუმარცხებლად გაიარა და კარიერაში 15 ბრძოლა მოიგო. ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში გამართული 7 ბრძოლიდან, ილიამ 6 დროზე ადრე დაასრულა. მათ შორის იყო სატიტულო ჩხუბიც, სადაც ალექს ვოლკანოვსკი მეორე რაუნდში გათიშა.

ილიამ ერთ-ერთ პოდკასტში სტუმრობისას UFC-ში მოხვედრის ისტორია გაიხსენა.

თუ UFC მოხვედრა მინდოდა აბუ-დაბიში უნდა მეჩხუბა, ოღონდ ამის შესახებ 8 დღით ადრე შემატყობინეს. საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ასეთი შესაძლებლობები ყოველდღე არ მოდის. მე მსოფლიოში საუკეთესო ვარ და საუკეთესო კი ნებისმიერთან იბრძვის. ეს ჩემი ოცნება იყო და თუნდაც 8 დღით ადრე, ამაზე უარს ვერ ვიტყოდი. აი ასე დაიწყო ჩემი ისტორია. - განაცხადა ილია თოფურიამ

აქვე იმასაც გეტყვით, რომ "მატადორს" სადებიუტო ჩხუბამდე რამდენიმე დღით ადრე კოვიდ 19 დაუდასტურდა. მიუხედავად ამისა, ბრძოლას არ ჩაეხსნა, 5 დღით ადრე განმეორებითი ტესტი ჩაიტარა და ნეგატიური პასუხის შემდეგ, ბრძოლისთვის მზადება განაგრძო.

შეგახსენებთ, რომ დიდია ალბათობა ილიამ და მერაბმა კვლავ ერთ საღამოს იჩხუბონ. ცოტა ხნის წინ, თოფურიამ განაცხადა, რომ სექტემბერში ბრძოლა სურს. თუ მაქს ჰოლოუეი სექტემბერში მზად იქნება ილიას და მერაბს, UFC 298-ის მსგავსად, ისევ ერთ საღამოს ვიხილავთ.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ალექს ვოლკანოვსკიმ დასტინ პორიესთან ბრძოლის სურვილი გამოთქვა.

სხვა სტატიები