"იგივე აღარ ვიქნები და მსგავს შესრულებას ჩემგან ვეღარ იხილავთ" - პროჰასკა
17 საათის წინ
სხვა
1 წთ
ჟირი პროჰასკა აშშ-დან სამშობლოში დაბრუნდა და ჩეხურ მედიასთან კომენტარიც გააკეთა. შინ დაბრუნებული ყოფილი ჩემპიონი თანამემამულეებს დაპირდა, რომ უფრო ძლიერი დაბრუნდება და ჩეხეთში ტიტულსაც კვლავ ჩაიტანს.
ვერ ვაჩვენე ის შესრულება რაც მინდოდა. სუსტი და დაზიანებული მოწინააღმდეგის დანახვის შემდეგ ყველაფერი გავაფუჭე. შეწყალების ან დანდობის მიზეზით თავს არ გავიმართლებ. ვიცი, რომ იმ მომენტში 100 პროცენტით არ ვიმუშავე. შემდეგ ეს ყველაფერი მოგების ფასად დამიჯდა. მინდა ეს ყველაფერი მალევე "შევჭამო" და ტიტულისკენ კვლავ გავიწიო. წინსვლა უნდა განვაგრძო, რადგან UFC-ს მენეჯმენტს ვესაუბრე და სხვადასხვა ალტერნათივისთვის ღია არიან. ზუსტად არაფრის თქმა შემიძლია, შეიძლება საინტერესო ჩხუბი ან სატიტულო ბრძოლაც მივიღო. დაზუსტებული არაფერია. ამ ბრძოლის შემდეგ იგივე აღარ ვიქნები და მსგავს პერფორმანსს ჩემგან ვეღარ იხილავთ. მჯერა, რომ ამ გამოცდილებით იმაზე ძლიერი გავხდები, ვიდრე აქამდე ვყოფილვარ და ჩეხეთის რესპუბლიკას ტიტულს მოვუტან. - განაცხადა ჟირი პროჰასკამ
“I literally fucked it up”
— Spinnin Backfist (@SpinninBackfist) April 13, 2026
Jiri returned home to Czech Republic today and discussed with local media how he believes after this experience he will be “stronger than ever before” in the future. pic.twitter.com/Ob5SGEHRGi
შეგახსენებთ, რომ ჟირი პროჰასკა კარლოს ულბერგთან ნოკაუტით დამარცხდა. მან მოწინააღმდეგეს ფეხი დაუზიანა და თითქოს ყველაფერი მის სასიკეთოდ მიდიოდა. თუმცა, პროჰასკამ უპატიებელი შეცდომა დაუშვა და ჩემპიონობის შანსი ხელიდან გაუშვა.