Belive

UFC-მ რომან დოლიძე 2022 წლის, 10 საუკეთესო მებრძოლს შორის დაასახელა

1 წლის წინ სხვა
3 წთ

ყველაზე პრესტიჟულმა საბრძოლო პრომოუშენმა UFC-მ, 2022 წლის 10 საუკეთესო მებრძოლი გამოავლინა (არაოფიციალურად), რომელთა შორისაც ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე მოხვდა.

სიას ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი და საერთო რეიტინგის ლიდერი ალექს ვოლკანოვსკი ხნის, რომელსაც საშუალო წონის ჩემპიონი ბრაზილიელი ალექს პერეირა მოყვება. ამ უკანასკნელის კარიერა UFC-ში 2021 წელს დაიწყო, თუმცა, ყველაფერი ლოგიკურად განვითარდა. 2022 წელს მას უკვე ჩაენიშნა საჩემპიონო ბრძოლა ისრაელ ადესანიას წინააღმდეგ, რომლელიც ალექსმა მოიგო.

შემდეგი, ასევე ჩემპიონი, ისლამ მახაჩევია, რომელმაც ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა და UFC-ის ქამარსაც დაეუფლა. საინტერესოა, რომ მას მომავალი ბრძოლა ამ სიის პირველ ნომერთან ალექს ვოლკანოვსკისთან ელის.

ამ ჩამონათვალში ერთადერთი ქალი ჟანგ ვეილია, რომელიც კარლა ესპარზას დამარცხებით, მინიმალური წონის ჩემპიონი გახდა.

საკეთესოთა შორის მოხვდა ლეონ ედვარდსიც, რომელმაც, ყველასაგან მოულოდნელად, კამარუ უსმანი დაამარცხა და ჩემპიონიც გახდა. შემდეგი ჩიტო ვერაა, მეშვიდე ადგილს კი, მერაბ დვალიშვილის გუნდელი და სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი ალჯამეინ სტერლინგი იკავებს. პიოტრ იანთან მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ, იამაკელს ერთი წელი ბრძოლა არ ჰქონდა ჩატარებული, მაგრამ 2022 წელს მალევე დაბრუნდა საჩემპიონო შეხვედრით. მან ტიტული დილაშოუს წინააღმდეგ დაიცვა და კრიტიკოსებიც გააჩუმა.

მე-8 და მე9 ადგილს ჯამალ ჰილი და ირჟი პროჰაცზკა ინაწილებენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩეხი მებრძოლი უკანასკნელ საჩემპიონო ბრძოლას ტრავმის გამო ჩაეხსნა, ის მაინც მოხვდა საუკეთესო მებრძოლთა შორის, რადგან კარგი 2022 წელი ჰქონდა. 2023 წელს გულშემატკივარი ელოდება, რომ ირჟი დაუბრუნდება მწვერვალს და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ჩემპიონის ქამარი დაიბრუნოს.

2022 წლის საუკეთესო მებრძოლთა სიას რომან დოლიძე ხურავს, რომელიც ახალ წელს საშუალო წონის მე-8 ადგილზე ხვდება. 2021 წლის ბოლოს, რომანმა აშკარად დაანახა ყველას, რომ საშუალო წონაში ანგარიშგასაწევი ძალა არის. მაგრამ, მას ბევრი აკრიტიკებდა არასანახაობრივი საბრძოლო სტილის გამო. 2022 წელს რომანმა კაილ დაკასი, ფილ ჰოუსი და ჯეკ ჰერმანსონი ბრძოლის დასრულებამდე დაამარცხა. როგორც ზემოთ ვახსენე, რომანი საშუალო წონის TOP 8-ის მებრძოლია. მისი მომავალი ბრძოლა მარვინ ვეტორის წინააღმდეგ არის ჩანიშნული, რომელიც 2023 წელს გაიმართება.

სხვა სტატიები