Belive

"ემელიანენკო ჩემთვის საუკეთესო მებრძოლი არასდროს ყოფილა" - დანა უაითი

1 წლის წინ სხვა
1 წთ

ფიოდორ ემელიანენკომ, ბევრის აზრით, MMA-ს ისტორიაში საუკეთესო მებრძოლმა, გუშინ კარიერა დაასრულა. რუს მებრძოლს სულ 48 ბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან 40 შემთხვევაში ოქტაგონი გამარჯვებულმა დატოვა.

მისი უკანასკნელი გამოსვლა ოქტაგონზე წარუმატებელი აღმოჩნდა. ემელიანენკომ რაიან ბადერთან ბრძოლა 35 წამში დათმო და MMA-დან მარცხით წავიდა.

მის პენსიაზე გასვლას გამოეხმაურა UFC-ის პრეზიდენტი დანა უაითი, რომელმაც აღნიშნა, რომ მისთვის რუსი საუკეთესო არასდროს ყოფილა:

"ის 46 წლის არის და დიახ, აღარ უნდა იბრძოდეს. ვფიქრობ, კარიერა აქამდე უნდა დაესრულებინა."

დანამ ისიც აღნიშნა, რომ ფიოდორი საუკეთესო ვერასდროს გახდებოდა, რადგან UFC-ში საკუთარი ძალები არასდროს გამოუცდია.

"ხალხს ის ძალიან მოსწონდა და აღმერთებდნენ კიდეც. მას საკუთარი ძალები აქ (UFC-ში) არასდოს მოუსინჯავს. ის ჩემთვის საუკეთესო არასდროს ყოფილა." - განაცხადა დანა უაითმა.

აღსანიშნავია, რომ Bellator-ში ემელიანენკოს UFC-ის მძიმეწონის ორი ჩემპიონი, ფრანკ მირი და კვენტინ ჯექსონი ჰყავს დამარცხებული. საინტერესოა ისიც, რომ რუსმა ორივე მოწინააღმდეგე პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.

სხვა სტატიები