"UFC-მ კიდევ ერთი შანსი მომცა" - კოლბი სიქნესი
17 საათის წინ
სხვა
1 წთ
როგორც მოგეხსენებათ, 9 თებერვალს UFC-ში ალექსანდრე თოფურიას დებიუტი შედგა. ქართველის პირველი ჩხუბი წარმატებული გამოდგა და ავსტრალიელი კოლბი სიქნესი დაამარცხა. სამრაუნდიან ბრძოლაში ქართველის მოწინააღმდეგე საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა. ალექსანდრემ ოქტაგონზევე აღნიშნა, რომ სიქნესი UFC-სგან კიდევ ერთ შანსს იმსახურებდა. რამდენიმე საათის წინ, თავად კოლბიმ დაადასტურა, რომ დანა უაითმა კიდევ ერთი შანსი მისცა.
ჯომ კარგი ამბავი მომიტანა და მითხრა, რომ ისინი კიდევ ერთ შანსს მაძლევდნენ. UFC მოხიბლული იყო ჩემი ბრძოლით და იმით თუ როგორ მეჭირა თავი მთელი კვირის განმავლობაში. მათ კიდევ ერთი შანსი დიდი სიხარულით მომცეს. - ამბობს კოლბი სიქნესი
აღსანიშნავია, რომ UFC-ს ამ გადაწყვეტილებას ალექსანდრეც გამოეხმაურა და მას დამსახურებული უწოდა.
