"ეს ბიჭი ყველა დროის საუკეთესოობისკენ მიიწევს" - ჯონ ანიკი დვალიშვილზე
3 საათის წინ
სხვა
1 წთ
UFC 323-ს პრესკონფერენციაზე ჯონ ანიკს მერაბ დვალიშვილის შესახებ ჰკითხეს. მან ქართველი ჩემპიონის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა და თქვა, რომ "მანქანა" საუკეთესოობის გზას ადგას.
მერაბ დვალიშვილი MMA-ს ყველა დროის საუკეთესო ათლეტობის გზაზე დგას. აქ არაფრის დამატება არაა საჭირო. ხალხი რაშმორის მთაზე საუბრობს და ეს ბიჭი ყველა დროის საუკეთესოობისკენ მიიწევს. დვალიშვილს შაბათ ღამით დიდი გამოწვევა ელის. - განაცხადა ანიკმა
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი მომავალ ჩხუბს 7 დეკემბრის დილას გამართავს. მისი მოწინააღმდეგე პიოტრ იანი იქნება, რომელიც აქამდეც დაუმარცხებია. გამარჯვების შემთხვევაში მერაბი ერთ კალენდარულ წელში მე-4 საჩემპიონო ბრძოლას დაასრულებს წარმატებით. ეს აქამდე არავის გაუკეთებია და დვალიშვილი საოცარ შედეგს დააფიქსირებს.