Belive

UFC-ის გაუქმებულ პრესკონფერენციას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა

1 წლის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის ისტორიაში პირველად პრესკონფერენცია გაუქმდა და ამის მიზეზი ჩიმაევს, ჰოლანდსა და დიასს შორის დაწყებული ჩხუბი იყო. სიტუაცია მაშინ დაიძაბა, როცა ლი ჯინგლიანგისა და ტონი ფერგიუსონის პირისპირ დგომი უნდა შემდგარიყო. მაგრამ, მოვლენების ამგვარი განვითარების გამო, ეს ვერ მოხერხდა.

დანა უაითის თქმით, ყველაფერმა რთულად ჩაიარა, თუმცა, არცერთი მებრძოლი არ დაშავებულა და შაბათს ნეითისა და ხამზატის დაპირისპირება მაინც შედგება.

მას შემდეგ, რაც სიტუაცია დასტაბილურდა დაპირისპირების ერთ-ერთმა მონაწილემ კევინ ჰოლანდმა ასეთი პოსტი გაავრცელა:

ამ ინციდენტს მედიის წარმომადგენლების, მებრძოლებისა და გულშემატკივრების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

სხვა სტატიები