UFC FiGHT NIGHT | რა თანხა გამოიმუშავა რომან დოლიძემ?!
UFC FIGHT NIGHT-ის მთავარ ბრძოლაში რომან დოლიძემ (15:3) მარვინ ვეტორი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და რევანში აიღო.
ქართველმა 5-რაუნდიან დაპირისპირებაში დამაჯერებელი დომინაცია შემოგვთავაზა, პირადი არსენალი ეფექტური დარტყმებით გაამრავალფეროვნა და ივენთის მთავარ ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა.
UFC-ში მოპოვებული ზედიზედ მესამე გამარჯვების შემდეგ, ქართველმა მებრძოლმა სოლიდური თანხა გამოიმუშავა - სხვადასხვა წყარო განსხვავებულ ციფრებს ასახელებს, თუმცა ყველა თანხმდება, რომ დოლიძე 150.000 - 300.000 აშშ დოლარის ფარგლებში მიიღებს.
რომან დოლიძე გარანტირებულად მიიღებს 150.000 აშშ დოლარს, რომელსაც გამარჯვების ბონუსი, სასპონსორო ჰონორარი და სატელევიზიო ჩვენების შემოსავალიც დაემატება და გამომუშავებული თანხა მთლიანობაში შესაძლოა 300.000 აშშ დოლარამდე გაიზარდოს.
5-რაუნდიან ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, რომან დოლიძემ საშუალო წონის ტოპ 5-ში მყოფ მებრძოლებთან დაპირისპირების მზაობა გამოთქვა და 2 ყოფილი ჩემპიონი (რობერტ უიტეკერი / ისრაელ ადესანია) გამოიწვია.