Belive

"თუ რომანი მიწაზე გადაიყვანს დაასაბმითებს კიდეც" - ალჯო რომანის და ადესანიას ჩხუბზე

21 საათის წინ სხვა
1 წთ

მარვინ ვეტორის დამარცხების შემდეგ, რომან დოლიძემ რობერტ უიტეკერი და ისრაელ ადესანია გამოიწვია. უიტეკერმა დოლიძეს უპასუხა და თქვა, რომ მას ჯერ სტრიკლენდთან ჩხუბი სურს. ადესანია კი დუმს. ამასობაში, ალჯამაინ სტერლინგმა დოლიძესა და "იზის" შესაძლო ბრძოლაზე საკუთარი აზრი გაგვანდო.

თუ რომანი მიწაზე გადაიყვანს დაასაბმითებს კიდეც. ამას იმიტომ ვამბობ, რომ რომანის გრეპლინგი ნანახი მაქვს. მასთან მიჭიდავია და მისი უნარები მიწაზე გასაოცარია. მსმენია ისტორიები მისი ჯონ ჯონსთან ჭიდაობაზე. ჩემი ინტუიცია მეუბნება, რომ თუ "იზის" მიწაზე გადაიყვანს აუცილებლად დაასაბმითებს. - განაცხადა ალჯამაინ სტერლინგმა

შეგახსენებთ, რომ ვეტორისთან გამარჯვებით დოლიძემ საშუალო წონაში რამდენიმე საფეხურით წინ წაიწია. დოლიძე ახლა TOP 10-ის მებრძოლია და მე-9 პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები