Belive

UFC-დან გარიცხვა კბენის გამო | სევერინო იმედგაცრუებულია

1 თვის წინ სხვა
1 წთ

შეცდომა, რომელიც UFC-ის 20 წლის ბრაზილიელ ტალანტს ძვირად დაუჯდა, ის ორგანიზაციიდან გააგდეს. იგორ სევერინომ (8-1-0) მას შემდეგ, რაც 23 მარტს ანდრე ლიმას ბოლო Fight Night-ში უკბინა, დისკვალიფიკაციით დასაჯეს. ეს მისი, როგორც პროფესიონალის, პირველი მარცხი იყო MMA-ში, თუმცა ბრწყინვალე კარიერის დასაწყისი მალევე საპირისპიროდ დაუტრიალდა.

ეს ორი შესანიშნავი, დაუმარცხებელი მებრძოლის განვითარების საშუალება იყო. თუ იმედგაცრუებული ხართ და გინდათ ჩხუბის დატოვება, ამის გასაკეთებლად მრავალი გზა არსებობს, მაგრამ ყველაზე უარესი, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, არის ის, რომ მოწინააღმდეგის უკბინოთ. გათავისუფლებთ და თქვენ კარგავთ ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შანსს - მიმართა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, დანა ვაითმა იგორ სევერინოს

სევერინო, რომლის UFC-ის დებიუტიც სწორედ ამ ბრძოლაში შედგა, უკვე აღარ არის მსოფლიოში ყველაზე დიდი MMA პრომოუშენში. დღეს ის ნანობს იმას, რაც იმ დღეს ოქტაგინზე მოხდა, თუმცა ფიქრობს, რომ ზედმეტად მკაცრად მოექცნენ.

ერთ დღეს მე ვიბრძოდი მსოფლიოში საუკეთესო პრომოუშენში. ჩემს ოცნებას მივყვებოდი. რამდენიმე წუთში კი მათ გამომრიცხეს და ჩემი ოცნებაც მოკვდა. მე თავმდაბალი ვარ და ბავშვობიდან ვმუშაობ. თინეიჯერობისას სახლიდან წამოვედი, რომ მატარებელს შევხტომოდი და აქამდე მოვსულიყავი. ეს ის არაა, რისი დანახვაც ამ დროისთვის მსურდა - განაცხადა იგორ სევერინომ

ფოტო, რომელიც ვირუსულად გავრცელდა და თავად UFC-მაც გამოაქვეყნა, (ნაკბენი ანდრე ლიმას ხელზე) როგორც "Night of the Night", 20 წლის ბრაზილიელის კარიერა დაასრულა. ბრაზილიელმა აღნიშნა ისიც, რომ მან და მისმა ოჯახმა, ბრძოლის შემდეგ, სიკვდილის მუქარებიც მიიღო.

სხვა სტატიები