UFC 308-ზე კონორ მაკგრეგორი მაქს ჰოლოუეის უგულშემატკივრებს
2 თვის წინ
სხვა
1 წთ
კონორ მაკგრეგორს ილია თოფურია რომ არ მოსწონს ეს ახალი ამბავი არ არის. ჩემპიონობის შემდეგ, ერთ-ერთი პირველი ვინც "მატადორმა" გამოიწვია კონორ მაკგრეგორი იყო. ირლანდიელი ილიას სიტყვებს თავიდანვე არასერიოზულად შეხვდა და მას შეურაცხყოფაც მიაყენა.
როგორც მოგეხსენებათ, მაკგრეგორი Bare Knuckle-ის პიარში საკმაოდ აქტიურად არის ჩართული. ამჯერად ის ესპანეთში, მარბელაში იმყოფებოდა, სადაც ილია თოფურიაზეც ისაუბრა.
ერთი მაგისიც. ეს მისი ქვეყანა არ არის. ეს ჩემი ქვეყანაა პატარავ. მარბელა, ესპანეთი. სად არის თოფურია? ეს მისი ქვეყანა არ არის. მან ძალიან კარგად იცის სად არის მისი სამშობლო და ეს ესპანეთი არ არის. წარმატებები მაქს ჰოლოუეის, დალეწე თოფურია. - განაცხადა კონორ მაკგრეგორმა
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია საკუთარ ქამარს პირველად დაიცავს და ამას მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ გააკეთებს. ბრძოლა 26 ოქტომბერს აბუ დაბიში არის ჩანიშნული.