Belive

UFC 307 | ალექს პერეირამ ჩემპიონის ტიტული მესამედ დაიცვა

2 თვის წინ სხვა
1 წთ

სოლთ ლეიქ სითიში "დელტა ცენტრში" UFC 307-ის ივენთი გაიმართა, სადაც ალექს პერეირამ მორიგი შოუ დადგა.

"პოატანმა" ქვემძიმე წონაში, ხალილ რანთრი ჯუნიორი მე-4 რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი მესამედ დაიცვა. აღსანიშნავია, რომ 175 დღის განმავლობაში, პერეირამ ჩემპიონის ტიტული მესამედ დაიცვა.

ქვემძიმე წონის ჩემპიონის ვაკანტური ქამარი ალექს პერეირამ 2023 წლის 11 ნოემბერს, პროხაცკას დამარცხებით მოიპოვა - მას შემდეგ, "პოატანმა" ჰილი, კვლავ პროხაცკა და ამჯერად უკვე რანთრი დაამარცხა.

შეგახსენებთ, მეინ ქარდზე რომან დოლიძემაც იბრძოლა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. საშუალო წონაში ქართველი მებრძოლი კევინ ჰოლანდს დაუპირისპირდა, მეტოქე ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და ორგანიზაციაში მე-8 გამარჯვება მოიპოვა.

სხვა სტატიები