Belive

UFC 307 | რა თანხა გამოიმუშავა რომან დოლიძემ კევინ ჰოლანდის დამარცხებით

2 თვის წინ სხვა
1 წთ

სოლთ ლეიქ სითიში "დელტა ცენტრში" UFC 307-ის ივენთი გაიმართა, სადაც 2 სატიტულო ბრძოლა შედგა და ასევე მონაწილეობა ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ მიიღო.

რომან დოლიძემ მეინ ქარდზე იბრძოლა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. საშუალო წონაში ქართველი მებრძოლი კევინ ჰოლანდს დაუპირისპირდა, მეტოქე ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და ორგანიზაციაში მე-8 გამარჯვება მოიპოვა.

ცნობილია თანხა, რომელიც რომან დოლიძემ და სატიტულო ბრძოლის გამარჯვებულებმა გამოიმუშავეს.

ალექს პერეირა გარანტირებულად მიიღებს $750.000, რომელსაც PPV შემოსავლის სოლიდური ნაწილი დაემატება და ჯამში პოატანი 2.5-3 მილიონ აშშ დოლარს გამოიმუშავებს. პერეირასთან დამარცხებული ხალილ რანთრი გარანტირებულ $500.000 ერთად PPV შემოსავლიდანაც მიიღებს წილს და ჯამში 1.8 მილიონს დამოიმუშავებს.

რაკელ პენინგტონმა საჩემპიონო ქამრის დაცვა ვერ შეძლო და ჯულიანა პენიასთან დამარცხდა - მარცხის მიუხედავად, პენინგტონი გარანტირებულ $500.000, ხოლო პენია $400.000 მიიღებენ. ორივე მებრძოლი PPV შემოსავლის პროცენტსაც გაინაწილებს და ჯამში დაახლოებით 1 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

რაც შეეხება რომან დოლიძისა და კევინ ჰოლანდის ბრძოლას, essentiallysports-ის მტკიცებით, დოლიძე გარანტირებულად მიიღებს $110.000, ხოლო ჰოლანდი $350.000. მებრძოლები ასევე მიიღებენ წილს PPV შემოსავლიდან.

სხვა სტატიები